გაიცანით ჩემი რაიონი

1234

ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს,რომელიც ისტორიულად და ბუნებრივად მოიცავდა ალგეთისა და ქცია-მაშავერა-ბერდუჯის აუზებს და მტკვრის ხეობას  თბილისიდან გატეხილ ხიდამდე,ხოლო შემდეგ მტკვრის მარცხენა მხარეზე  ვრცელდებოდა მწარე წყლამდე. ქვემო ქართლის სამხრეთი საზღვარი ამავე დროს ქართველთა  და  სომხთა  სამფლობელოს გამყოფიც იყო .უძველესი პერიოდიდან, ქვემო ქართლის  დანარჩენი საზღვარი საქართველოს  პროვინციებს გამოყოფდა,  თანამედროვე  ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი.მთელი ეს ტერიტორია შედის  წალკის,დმანისის,ბოლნისის,თეთრიწყაროს, მარნეულის  , გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. უკიდურესი აღმოსავლეთი  ნაწილის  გამოკლებით–ბოგდანოვკისა და   ახალქალაქის  რაიონების ჩრდილო უკიდურეს მცირე ნაწილებში,რაც  შეეხება  სამხრეთით  ბერდრუჯ-ბამბაკისა და  ყაიყულის  უმეტეს მონაკვეთებს,სომხეთის  ტერიტორიაშია მოქცეული,ხოლო  ძალზე  მცირე აზერბაიჯანის  ტერიტორიაზე.

ქვემო ქართლის  ბუნებრივი  პირობები მეტად  ნაირგვარია,რასაც  თავისებური  გეოლოგიური აგებულება აპირობებს.განსაკუთრებით  მრავალფეროვანს ხდის  ჯავახეთის  ვულკანური ზეგნიდან  ჩამოსული ლავის  უზარმაზარი ღვარები,მთელი ეს რეგიონი მცირე კავკასიონის მხარეში შედის,ბამბაკ-ერევნის და  მერიდიანული მიმართულების სასრისა და ჯავახეთის ქერების ნაწილებია მოქცეული,რაც შესანიშნავი ნოყიერი მიწებითა და  მესაქონლეობის  განვითარების  კარგ შესაძლებლობას იძლეოდა.  კლიმატურ–ნიადაგური  მდგომარება მორწყვის საფუძველზე ხელსაყრელი იყო.სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის  წარმოებისათვის.ამ მიზნით, სავარგულებზე  გაჰყავდათ ადგილობრივი  სახელმწიფო  1111მნიშვნელობის  არხები,რომელთა  ნაშთები ახლაცაა  შემორჩენილი.მაგ.  ვახტანგ მეფის რუ, ნსარიანისა და სხვა. სამეურნეო მიზნებისათვის  გამოიყენებოდა ტბებიც,რომელთაც  საკმაოდ  მდიდარი იყო  ეს  მხარე.ქვემო ქართლი მდიდარი ყოფილა  სანადირო მინდვრებით.ვახუშტი ბაგრატიონი წერს,რომ ვახტანგ მეფეს ერთ დღეს აქ 180 ცხოველი მოუნადირებია,მათ შორის ირემიც. ბუნებრივ რესურსებში თვალსაჩინო ადგილი უკავია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავებას.გავრცელებულია სპილენძი,მანგანუმი,  რკინა და სხვა. აგრეთვე ნაირგვარი სამშენებლო    და  მოსაპირკეთებელი მასალები.მათი   გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდებოდა,რასაც  ადსტურებს  არქეოლოგიური  გათხრების შედეგად  ნაპოვნი  მასალები. მათი გამოყენება  უხსოვარი დროიდან ხდებოდა,რასაც  ადასტურებს  არქეოლოგიური  გათხრების  შედეგად ნაპოვნი მასალები, რომლებიც ძვ.წ.აღ.  XIII ს. განეკუთვნებიან  რკინის დნობის მასიურობაზე მიგვითითებს დღემდე შმორჩენილი ბევრი გეოგრაფიული სახელწოდება-სარკინეთი,ფოლადაური,რკინისწწალი,რკინის მთა.  XV-XVIII  ს.საქართველოს ბედი უკუღმა დატრიალდა,რის გამოც  სამთო-მეტალურგიული  მრეწველობა  გაპარტახებული და  განადგურებული  აღმოჩნდა.  გამუდმებულ  ომებს  შეეწირნენ დახელოვნებული ოსტატები.ანატოლიიდან ჩამოყვანილმა ბერძნებმა ვერ  შეძლეს ადრინდელი  სამთო  მრეწველობის  აღდგენა,რადგან  ისინი  ქვემო ქართლში  მოიპოვებდნენ,აგრეთვე  ოქროსა და  ვერცხლს.აქედან ამზადებდნენ  ფულსაც.განსაკუთრებით  ერეკლე მეფე და  ვახტანგ  მეექვსე  იყვნენ დაინტერესებული ამ მხარეში  სამთო  მადნის  წარმოებით. მაღაროების წმინდა  შემოსავალი  სახელმწიფოს ყოველწლიური  შემოსავლის  ერთ  მეოთხედს  შეადგენდა.მოიპოვებდნენ  არამადნეულ  წიაღისეულსაც.ტუფის, ბალზატის  და ციტის.  რისი  საშუალებითაც  მოპირკეთებულია  უამრავი ხუროთმოძღვრების  ძეგლები.44444444444

 ქვემო  ქართლი  დაწყებული  უძველესი  პერიოდიდან სახვადასხვა  ადმინისტრაციული  ერთეული  იყო,რომელიც  ყოველთვის  გარკვეულ  როლს  ასრულებდა საქართველოს  ცხოვრებაში.  ეს  იმითაც  იყო  გამოწვეული,რომ  მის  ტერიტორიაზე   გადიოდა  მნიშვნელოვანი  სავაჭრო  და   სატრანსპორტო გზები.ძველი  გზები  იმითაც  არის  მნიშვნელოვანი,რომ   სწორედ  ამ  გზების  ნაპირებზე  შენდებოდა  მსხვილი  დასახლებული პუნქტები,რაც ხელს  უწყობდა  ეკონომიკურ და  კულტურულ  განვითარებას,თუმცა  ამ  გზებითვე  ხდებოდა,მტრის  შემოსვლა და  ზარალის  მიყენება.ლ.მუსხელიშვილის  (1938წ.)გამოკვლევით,ეს გზა  ემთხვევა  ახლანდელ  მთავარ  გზატკევილს,ამ  გზათა  ფრაგმენტული  ნაკვალევი ყველა  მდინარის  ხეობაშია  შემორჩენილი,  ხოლო  ზოგ  მდინარეზე  დღესაც  დარჩენილია  ძველი  ხიდების  ნაშთები.ქვემო  ქართლი  ვერ გადაურჩა  ვერც თურქ-სელჩუკებს,(XIს) ვერც  მონღოლებს (XIII) საუკუნეში.  მონღოლთა ბატონობის დროს,იგი  მეორე  დუმანს წარმოადგენდა ,ყოველივე   ამის  შემდეგ წარმოშვა:ნაფუძარი,ნასახლარი,ნასოფლარი,ნაქალაქარი.  (XVI-XVIIს).წარმოშვა საბარათიანოს სათავადო,რომელიც  XVIII ს-ში მთლიანად მოიშალა.1721 წლიდან  ირანის  ძალმომრეობაშია:1747 წლამდე კი  როდესაც ქართლ-კახეთი  რუსეთს  შეუერთდა ქვემო  ქართლის ტერიტორიაზე  ჩამოყალიბდა ლორეს მაზრა,შემდეგ  თბილისის  გუბერნიის  შემადგენლობასი შევიდა ბორჩალოს მაზრის სახელწოდებით.სწორედ ამ პერიოდიდან იწყება  გახიზნული მოსახლეობის  მამა-პაპურ  ადგილებში  ჩამოსახლება.დიდი რაოდენობით სხვა ეროვნებათა :-სომეხთა,რუსთა,გერმანელთა,ბერძენთა და  ოსთა  გადმოსახლებაც.ამით  აიხსნება ის  გარემოება,რომ  საქართველოს  თითქმის არც ერთ  მხარეში არ გვაქცს ისეთი ჭრელი მოსახლეობა,როგორც ქვ.ქართლში.ამას დაემატა  ემიგრანტების  ჩამოსახლებაც  დას.საქართველოს სხვადასხვა  რ-ნებიდან:სამეგრელოდან,ვანიდან,რაჭიდან,ლეჩხუმიდან 1941,ხოლო 1990 წელს  სვანეთისა და აჭარის  მაღალმთიან რაიონებიდან.

ქვ.ქართლის  მნიშვნელოვან  დასახლებულ  პუნქტს  წარმოადგენდა  ბოლნისი,რომელსაც  567890განსაკუთრებული  ყურადღება გ.ჩუბინაშვილმა (1940წ) და ლ.მუსხელიშვილმა  (1938წ.) დაუთმეს. კვლევების  საფუძველზე  რამდენიმე ბოლნისი  არსებობდა.ზემო  ბოლნისი ახლანდელი  დემირსუს ადგილზე მდებარეობდა,სადაც ნანგრევებია,ხოლო შუა  ბოლნისი სიონის  ეკლესიასთან.  ქვემო  ბოლნისის ბოლნისი-ქაფანახჩის  (ახლანდელი ქვ.ბოლნისი)ადგილზე  ვარუდობს.ქალაქი  ბოლნისი, ვახუშტი  ბაგრატიონის  აღწერით“მცირე ქალაქი  ბოლნისი“,რომელიც  სოფ.ბოლნისსა და სოფ ქვ.ბოლნისს შორის  მიუთითებს თვით საეპისკოპოსო ცენტრი ბოლნისის  ქალაქთან ახლოს იყო და  უშუალოდ  ეკვროდა მას. „ამას ზედა  არს  მცირე  ქალაქი ბოლნნისი.მას ზემორ ეკლესია დიდ ,უგუმბათო,ბოლნისისა,რომელი აღაშენა კთ(29) მეფემან ფარსმან (ვარაზ ბაქარის  ძე,ქართლის მეფე-კ,ხ.) და  გორგასალ დასვა  ეპისკოპოსი.შემდგომად  შემუსვრილი  აღაშენა  დედოფალმან  მარიამ (როსტომ   მეფის   მეუღლე,1638-1682.წ)“აწცა ზის  ეპისკოპოსი,მწყემსი აწინდელის ქართლის  სომხეთისა“  XVII  ს-ში  საჰ-აბასის  შემოსევას  ბოლნისის  ხეობაც  ვერ გადაურცა.XVIII ს-ის  მანძილზე კი  მას  ლეკები  აოხრებდნენ.1747 წელს  აოხრების  შემდეგ,მემატიანეს  სიტყვით,“ბოლნისის  მეტი  და  სამწევრისის მეტი  შენობა  არსად  იყო“….XVIIIს-ის  ბოლოსატვის  1780წ.ერეკლე  მეორეს  ყარაბაღიდან  გადმოსულები დაუსახლებია.ასე დარქმევია ერთ- ერთ ბოლნის  ბოლნისის-ხაჩინი. (ახლანდელისოფ.ბოლნისი),როდესაც  უგუმბათო ეკლესიაზე  საუბრობს ვახუშტი ბატონიშვილი  იგულისხმება  ყორანთის კარის ეკლესია,უგუმბათო,რომელსა შინა ასვენია  ჯვარი დიდი  ფრიად.მდებარეობს მას შინა  ბეჭი  მტავარ–მოწამის  გიორგისა მარადის  სასწაულით-მოქმედი.ეს ჯვარი პირველი იყო  ყორანთას,შემდგომ სამცხეს,მერე ატოცსა და აწ აქა“დღეს ეს ჯვარი  საქ.ხელოვნების  მუზეუმშია.მტერთა  უამრავმა  შემოსევებმა განაპირობა  ბოლნისის  ადმინიტრაციული  და ტერიტორიული ცვლილება,ამიტომ   მან  რამდენჯერმე  იცვალა სახელწოდება,თავდაპირველად ეწ.-კელკეთილი——ბოლნისი-ეკატერინებურგი-ლუქსენბურგი—ბოლნისი.ძირძველი მოსახლეობა  ყოველთვის  ქართველი ყოფილა.თიტონ  სახელწოდება  ბოლნისი  აღმოსავლურ წყაროებში  შავმიწაკარბონატულ  ნიადაგს  ნიშნავს,ამიტომ  იგი გამოირცეოდა  მაღალი  კულტურული  მეურნეობებით.ისე არსად  არ  მოუკიდებიათ  ფეხი  კავკასიაში დასახლებულ  გერმანელ  კოლონისტებს,როგორც აქ.  თავდაპირველად  116 ოჯახი  8888ცამოსახლებულა.1877-1878 წლებში ,ხოლო  1924წლისათვის  მათი  რიცხვი  35000-მდე  იზრედება.გერმანელები სხვადასხვა  პროფესიის  ყოფილან.მათ  დიდი  კვალი  დატოვეს  ბოლნისის  ცხოვრებაში.დღესაც  არის  შემორჩენილი   განუმეორებელი  2და 3  სართულიანი სარდაფები,ღია ხის რიკულებიანი  აივვნიანი  სახლები, თავისი რიყის ქვით  მოკირწყლული  ეზოებით,რაც მათ შრომისადმი  დიდ  სიყვარულსა და  მაღალ  ოსტატობაზე  მიუთითებს.ბოლნისში  არის  სახლი,რომელიც  ჩამოსულ  გერმანელებს მასპინძლობს.სამთო  წარმოება,რომ მძიმე მეტალებით ბინძურდება მაშავერა,რომელიც  ყოველ  პერიოდში   საციცოცხლო  ძალას  წარმოადგენდა  ბოლნისისათვის  მაშავერა თევზით  მდიდარი  მდინარე ყოფლა.მის  გარშემო  ნაპირები  სხვადასხვა  ჯიშის  ბალახითა თუ ყვავილით იყო  დაფარული. დღეს იგი დაბინძურებულია  და თიტეული  ჩვენგანის  დაავადებას  იწვევს.ამჯერად  ყველაზე  დიდი  სატკივარი  ეს არის,თითეული  ბოლნისელისათვის. სოფ.რაჭისუბანთან არის  მინერალური წყალი,რომელიც სამკურნალო თვისებებით  გამოირჩევა,სხვა მჟავე  წყლებისგან,კარგი იქნება თუ აქ ქარხანა ამუშავდება წყალი უმიზნოდ არ დაიღვრება და ეს წყალი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს ჩემს ქალაქს.

 

V საუკუნიდან არსებული ბოლნისის ეპარქიისათვის XVIII საუკუნის 20-30-წლების„ოსმალობის“, შემდეგ „ყიზილბაშობის“უმძიმესი პერიოდი გამანადგურებელი აღმოჩნდა, ეპარქია გაუქმდა და მისი სამწყსო მეზობელი ეპარქიების მღვდელმთავრების გამგებლობაში აღმოჩნდა,მაგალითად,XVIII საუკუნის შუა წლებში სამთავროსა და გორის, ანუ ქართლის მთავარეპისკოპოსის ტიმოთე გაბაშვილისა.1811 წელს რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და მცხეთის საპატრიარქოს გაუქმების შედეგად ქართლ-კახეთის ცამეტი ეპარქია გაერთიანებულ იქნა ორ ეპარქიად;მცხეთა-ქართლის და ალავერდ-კახეთის ეპარქიები,რომელნიც 1817 წელს შეერთდნენ და ჩამოყალიბდა ქართლ-კახეთის ეპარქია და სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქია, უკანასკნელი 1837 წელს ქართლ-კახეთის ეპარქიას შეუერთდა. ამდენად 1811 წლიდან მთელი ქართლის ,ყოფილი ბოლნისის ეპარქიის ტერიტორიის ჩათვლით მმართველი მღვდელმთავარი  ეგზარქოსი  გახდა. XVIII-XIX საუკუნეებში მტერთა შემოსევების შედეგად ქვემო ქართლი თითქმის მთლიანად დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან. მრავალი ასეული ეკლესია-მონასტერი გაპარტახდა და უცხო ტომელი მწყემსების ფარაების თავშესაფრად იქცა .1917წელს საქრთველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ სექტემბერში მოწვეულმა პირველმა საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საქრთველოს ეკლესიის მართვა- გამგეობის პირველი დებულება, რომლის ძალითაც მთელი ქვემო ქართლის ტერიტორია თბილისის სამიტროპოლიტო ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. 1920 წლის 27 ივნისს გამართულმა II საეკლესიო კრებამ მიიღო მართვა-გამგეობის ახალი დებულება, რომლის თანახმადაც, თბილისის ეპარქია მთელი თავისი ტერიტორიით მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიას შეუერთდა .ამ გვარად 1920 წლიდან ქვემო ქართლის უშუალო მმართველი მღვდელმთავარი საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქი გახდა. 1927 წელს მოწვეულმა IV საეკლესიო კრებამ ქვემო ქართლში ორი ეპარქია აღადგინა: მანგლისის და აგარაკ-წალკისა. აგარაკ-წალკის ეპარქიაში შევიდა დღევანდელი წალკის, დმანისის,ბოლნისის,მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული დიდ ტერორის გამო აგარაკ-წალკის ეპარქიის რეალური აღდგენა იმ ხანად ვერ მოხერხდა, ხოლო მთელ ამ ვრცელ ტერიტორიაზე მხოლოდ წალკაში მოქმედებდა მართლმადიდებლური ტაძარი. მხოლოდ 1978 წლს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II შეძლო აგარაკ -წალკის ეპარქიის აღდგენა და ჯერ დროებითი მმართველი, ხოლო შემდგომ მმართველი მღვდელმთავრების დადგინება. 1978-1995 წლებში აგარაკ-წალკის ეპარქიას მმართავდნენ შემდეგი მღდელმთავრები:

დროებითი მმართველი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) 1978-1980 წ.წ

დროებითი მმართველი ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე)     1980-1982 წ.წ

ეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი)    2.VIII.1982-20.VII.1984

მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)     1986-21.XII.1992

ეპისკოპოსი ქრისტეფორე(წამალაიძე)    21.XII.1992-5.IV.1995

1995 წლის 5 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით აგარაკ-წალკის ეპარქია გაიყო 3 ნაწილად:წალკის რაიონი შეუერთდა მანგლისის ეპარქიას, მარნეულის რაიონი შეუერთდა  რუსთავის ეპარქიას, ხოლო ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე აღდგა ბოლნისისა და დმანისის უძველესი სამღვდელმთავრო კათედრები გაერთიანებული ეპარქიის სახით, რომლის დროებითი მმართველობა შეითავსა კათოლიკოს -პატრიარქმა ილია II-მ. 1995 წლის 31 ივლისიდან17 სექტემბრამდე ეპარქიის მმართველი იყო ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), ხოლო 1995 წლის 17 სექტემბრიდან 2003 წლის 18 აგვისტომდე- მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)

2003 წლის 18 აგვიტოს  წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით ეპარქია გაიყო ორ ნაწილად და აღდგა ისტორიულად არსებული ორი დამოუკიდებელი  ეპარქია: ბოლნისის და დმანისის ეპარქიები. 2003 წლიდან დღემდე ბოლნისის ეპარქიას მართავდნენ:

მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)    18.VIII.2003-27.VI.2005

ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე)    27.VI.2005-21.XII.2006

ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)      31.XII.2006-დან დღემდე

სადღეისოდ ბოლნისის ეპარქიაში მოქმედებს:18 სამრევლო ტაძარი, 6 მამათა მონასტერი, 3 დედათა მონასტერი,მსახურობს 13 მღვდელი, 8 მღვდელ-მონაზონი, 1 დიაკონი, 10 ბერი, 5 მონაზონი.ეპარქიას აქვს საშუალო სკოლა და საეპარქიო გაზეთი „სიონი“. 2007 წლიდან დღემდე  დაარსდა ცხრავე მონასტერი,აღდგა  14 ტაძარი,აიგო 1 ტაძარი, მიმდინარეობს 3 ტაძრის მშენებლობა , ერთის აღდგენა.

 

 

 

 

                                       გამოყენებული  ლიტ-რა:  გურამ  მანჯგალაძე

„გერმანელი  კოლონისტები ამიერკავკასიაში“

„საქ.ისტორიული გეოგრაფია ქვემო ქართლი -კობა ხარაძე.

ნ.ბერძენიშვილი ისტორიული  გეოგრაფიისათვის.—

„საქ.ისტორიული  გეოგრაფიული კრებული“  თბილისი  1960.

ი.გომელაური  ყორანთა–შუა  საუკუნეების  ხუროთმოძღვრული  ძეგლი–მაცნე  1966 N3.

ი.ლორთქიფანიძე  ქვ.ქართლი ნაწილი I,II,II,IV თბილისი  1938წ.კაკაბაძე ს.ბარათაანთ  გაყრის წიგნი 1536 წლისაა.—საისტორიო  მოამბე,ტბილისი 1924წ.

დატოვე კომენტარი